Tape #33: Neo Contrabanda – Caucasian Criminal Core (1998)

ჰარდკორ პანკი, კროსოვერ-თრეში / hardcore punk, crossover thrash

დიდი მადლობა ლაშა გაბუნიას ჩანაწერის მოწოდებისთვის. გამოიწერეთ მისი ბლოგები “ერმონია” და “ანარეკლი” და გაეცანით საინტერესო მუსიკალურ (და არა მხოლოდ) სიახლეებსა და სტატიებს. ასევე დიდი მადლობა კოტე კალანდაძეს ალბომის გაფორმების შემონახვისა და მოწოდებისთვის.. 

ნებისმიერი, ვინც ეძებს ქართულ მუსიკას მკბენარი, მებრძოლი მუხტით, აუცილებლად უნდა მოისმინოს “(ნეო) კონტრაბანდა“. NB ფორმაციას, რომელიც ბესიკ (ბესელა) რაზმაძემ რამდენიმე მუსიკოსთან ერთად 1994 წელს შექმნა, დაახლოებით ორი წლის შემდეგ სტაბილური შემადგენლობა და ორიგინალური, ინდუსტრიული ნიუანსებით გამდიდრებული ჰარდკორ პანკ /კროსოვერ-თრეშ სტილი ჩამოუყალიბდა. თავიანთ ერთდერთ ჩანაწერზე, ბენდი სმენით შეტევას ახორციელებს მსმენელზე და გადმოსცემს სულს იმ დროისა, როდესაც დახეული ჯინსებისა და გრძელი თმის ტარებისთვის ქუჩაში ლამის ყოველდღიურ კონფლიქტს ელოდი. მაგრამ ამ პირდაპირი კონფრონტაციის მიღმა დიდი მუსიკალური სიღრმე იმალება. განსაკუთრებით დააკვირდით კოტე კალანდაძის არასტანდარტულ ბას-პარტიებს, რომელიც თითქმის ყველა სიმღერის დინამიკას ცვლის, ან თუნდაც იმას, თუ როგორ უხდება და ამდიდრებს სიმღერების არანჟირებას ეს ლოუ-ფაი ინდუსტრიული ფონი.

იმის მიუხედავად, რომ ეს ალბომი არასოდეს გამოცემულა გასაყიდად, მისი მუსიკის დიდმა ნაწილმა მაინც მონახა გზა ლოიალური მსმენელის გულებამდე. კასეტის ამ პოსტში მოცემული გარეკანი გაფორმების ერთადერთი კოპიის ფოტოსურათია. ასე რომ, შეიძლება ბევრს ეს ალბომი სრულად არასოდეს მოუსმენია, მაგრამ აქედან რამდენიმე სიმღერა (განსაკუთრებით “მოკვდა, მოკვდა“) იქცა საკულტო კლასიკად და მათ ახალგაზრდა ჯგუფები დღემდე აქავერებენ. საუკუნეების მიჯნაზე დატვირთული ლაივ-საქმიანობის შემდეგ, “კონტრაბანდა” სადღაც 2001-ში დაიშალა, თუმცა 2010-იანებში რამდენჯერმე შეიკრიბა საპროტესტო კონცერტებზე დასაკრავად და რამდენიმე ახალი სიმღერაც კი ჩაწერა.

NB – ამ ფორმაციას უმეტესობა იცნობს, როგორც უბრალოდ “კონტრაბანდა“-ს. წინსართი Neo ამ ალბომის გაფორმებაზე ალბათ უფრო იმ დროისთვის ახლად დასტაბილურებული შემადგენლობის (იხილეთ YouTube-ს ვიდეოს აღწერა) მინიშნებაა.

Big thanks to Lasha Gabunia for providing this recording. Follow his blogs “Ermonia” and “Anarekly” for interesting musical (and not only) news and articles. Also, a lot of gratitude to Kote Kalandadze, who kept and provided me with a photo of the artwork.

Anybody searching for Georgian music with a biting, combative edge must hear (Neo) Contrabanda. NB Created by Besik “Besela” Razmadze in 1994, along with several musicians, the formation settled on the lineup and their original industrial-infused hardcore punk/crossover thrash style around two years later. On their unique recording, the band conducts the aural assault on the listener, conveying the spirit of those times when one could expect daily street altercations just for wearing ripped jeans and long hair. But below this full-on confrontation lurks considerable musical depth. Take special note of non-standard bass lines by Kote Kalandadze permeating almost every song and how well the lo-fi industrial backgrounds fit and enrich the arrangements.

Although the album has never been released for sale, much of its music still found its way to loyal listeners’ hearts. The cassette artwork posted here is the photo of the only existing cover copy. Thus, although not many may have ever heard this album in its entirety, some songs (especially “Mokvda, Mokvda“) have become cult classics, covered a lot by emerging bands. After a busy live activity at the turn of the century, Contrabanda split around 2001, occasionally reuniting in the 2010s for protest concerts and even recording several new songs.

NB — This formation is known to most as simply Contrabanda. The prefix Neo on the album artwork perhaps alludes to the band’s newly stabilized line-up (see the YouTube video description).

გადმოწერეთ / download: FLAC (24/48) / MP3 (320)

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started