Tape #33: Neo Contrabanda – Caucasian Criminal Core (1998)

ჰარდკორ პანკი, კროსოვერ-თრეში / hardcore punk, crossover thrash დიდი მადლობა ლაშა გაბუნიას ჩანაწერის მოწოდებისთვის. გამოიწერეთ მისი ბლოგები “ერმონია” და “ანარეკლი” და გაეცანით საინტერესო მუსიკალურ (და არა მხოლოდ) სიახლეებსა და სტატიებს. ასევე დიდი მადლობა კოტე კალანდაძეს ალბომის გაფორმების შემონახვისა და მოწოდებისთვის..  ნებისმიერი, ვინც ეძებს ქართულ მუსიკას მკბენარი, მებრძოლი მუხტით, აუცილებლად უნდა მოისმინოს “(ნეო) კონტრაბანდა“. NB ფორმაციას, რომელიც ბესიკContinue reading “Tape #33: Neo Contrabanda – Caucasian Criminal Core (1998)”

Tape #31: The Genetic Code – Ready 2 Fly (1992)

ნიუ ვეივი, არტ პოპი / new wave, art pop The Genetic Code-ს (ზოგი მას ქართულ სახელს, “გენეტიკურ კოდს” უწოდებს) მუსიკალური მოღვაწეობის მოკლე, კაშკაშა ტრაექტორია იმ პერიოდის ქართულ ბენდებს შორის უნიკალური იყო. 1992 წლის დასაწყისში, სახელმწიფო გადატრიალებიდან კვირების შემდეგ შექმნილმა ჯგუფმა რამდენიმე თვეში მოახერხა, ჩაეწერა ალბომი და ჩაეტარებინა უამრავი კონცერტი. მალევე, დრამერ ბიჭიკო ოსიპოვის NB კავშირებისContinue reading “Tape #31: The Genetic Code – Ready 2 Fly (1992)”

Tape #25: მეტალშტორმი – ქართული მეტალჯგუფების პირველი კრებული (1998)

Metalstorm – The First Georgian Metalcompilation ჰევი მეტალი, თრეშ მეტალი, გოთური მეტალი, გრაინდკორი, ბლექ მეტალი / heavy metal, thrash metal, gothic metal, grindcore, black metal დიდი მადლობა ლაშა გაბუნიას ჩანაწერის მოწოდებისთვის. გამოიწერეთ მისი ბლოგები “ერმონია” და “ანარეკლი” და გაეცანით საინტერესო მუსიკალურ (და არა მხოლოდ) სიახლეებსა და სტატიებს. მძიმე მუსიკის საწყისი საქართველოში სამოცდაათიანების და ოთხმოციანების დასაწყისის ფირზე არ-აღბეჭდილიContinue reading “Tape #25: მეტალშტორმი – ქართული მეტალჯგუფების პირველი კრებული (1998)”

Tape #23: სანდრო ჩხეტიანი – უსახელო კასეტა

Sandro Chkhetiani – unnamed cassette ავტორ-შემსრულებელი / singer/songwriter მშრალ ხიდზე ხშირად შეხვდებით გაფორმების გარეშე, კუსტარულად ჩაწერილ კასეტებს. ისინი ძირითადად უბრალოდ დაკოპირებულ ოფიციალურ ჩანაწერებს ან მსმენელის მიერვე გაკეთებულ ცნობილი სიმღერების კრებულებს შეიცავს, მაგრამ ამ კასეტების დასტების ქექვისას ზოგჯერ შეიძლება აღმოაჩინო განძი, რომელიც სულ გავიწყებს, ძებნისას რამდენი დრო დახარჯე. ხიდის ერთ-ერთი შემოვლისას რამდენიმე ასეთი გაუფორმებელი კასეტა შევნიშნე,Continue reading “Tape #23: სანდრო ჩხეტიანი – უსახელო კასეტა”

Tape #21: ნინო კრავეიშვილი – სიონიდან ქაშვეთისკენ (1999)

Nino Kraveishvili – Sionidan Qashvetisken ქალაქური, რომანსი, პოპი / qalaquri, romance, pop ალბათ არ არსებობს ქართული მუსიკის ტრადიციული მიმდინარეობა, ნინო კრავეიშვილს რომ არ ემღეროს. მის 2004 წლის მშვენიერ ფოლკლორულ ალბომზე (“გაზაფხულს ია ამოდის“), იმედია, მომავალში ვილაპარაკებთ; ახლა კი გთავაზობთ ოთხმოცდაათიანების მიწურულის ჩანაწერს, რომელიც ძირითადად ქალაქურ მუსიკასა და რომანსზეა დაფუძნებული. ეს ნამუშევარი ძირითადად ამირან ბოჭორიშვილის კომპოზიციებსContinue reading “Tape #21: ნინო კრავეიშვილი – სიონიდან ქაშვეთისკენ (1999)”

Tape #20: ზურა კობეშავიძე – ბუმ-ბა-ლე (1999)

Zura Kobeshavidze – Bum-Ba-Le პოპი / pop საბჭოთა კავშირის დაშლისას ზურა კობეშავიძეს უკვე მინიმუმ 20-წლიანი სასცენო გამოცდილება ჰქონდა. სამოცდაათიანების დასაწყისში ის იყო “ოროველა“-ს წევრი, ოთხმოციანების ბოლოს კი 80-იანების Chicago-ს მგავსი ჟღერადობის მქონე ჯაზ-როკ ჯგუფ “ჯორჯია“-ს ფრონტმენი. მოულოდნელად, ოთხმოცდაათიანებში მან აღმოაჩინა თავი, როგორც პოპ-შემსრულებელმა და მისმა მსუბუქმა, მზის და პლაჟების ასოციაციების მატარებელმა მუსიკამ მალევე დაიპყრო იმდროინდელიContinue reading “Tape #20: ზურა კობეშავიძე – ბუმ-ბა-ლე (1999)”

Tape #19: ოთარ რამიშვილი – დედას (1995)

Otar Ramishvili – Dedas საავტორო სიმღერა / singer/songwriter ოთხმოცდაათიანებში დაბეჭდილი კასეტები ხშირად ვერ გამოირჩეოდნენ ხარისხით და გამძლეობით. ამას ემატებოდა იაფფასიანი მაგნიტოფონებით დაკვრისას გამოწვეული ცვეთა. ხდებოდა სხვა უბედური შემთხვევებიც – რამდენი კასეტა გაფუჭებულა მხოლოდ იმიტომ, რომ play და record ღილაკები ერთმანეთის გვერდზე იყო მოთავსებული! ზოგჯერ კი უბრალოდ, ვინაიდან ცარიელი, ჩასაწერად თავისუფალი კასეტები არ ღირდა იაფი, თავდაპირველContinue reading “Tape #19: ოთარ რამიშვილი – დედას (1995)”

Tape #18: ანჩისხატის საპატრიარქო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი – ქართული საშობაო საგალობლები (1999)

Anchiskhatis Sapatriarqo Tadzris Mgalobel Vazhta Gundi (Anchiskhati Choir) – Qartuli Sashobao Sagaloblebi (Georgian Christmas Carols) საეკლესიო საგუნდო მუსიკა / sacred choral music ქართული საეკლესიო, ისევე როგორც სეკულარული საგუნდო მუსიკა იმდენად მდიდარია, რომ მასზე მოკლედ ლაპარაკი ლამის აზრსაა მოკლებული. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე იყო მომენტები, როდესაც ის მიზანმიმართული გაქრობის პირას იყო, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის რამდენიმეContinue reading “Tape #18: ანჩისხატის საპატრიარქო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი – ქართული საშობაო საგალობლები (1999)”

Tape #11: სფინქსი – მაჩუქე მზე (1999)

Spinksi – Machuqe Mze ბოი ბენდი, პოპი / boy band, pop კრიტიკა ბოი ბენდების ხშირი თანმდევი იყო. ჟურნალისტები კითხვას უსვამდნენ მათ მუსიკალურ ღირებულებას; ადანაშაულებდნენ საერთაშორისო ტენდენციების უხარისხო პლაგიატში; მიუთითებდნენ მრავალ ობიექტურ ან სუბიექტურ ხარვეზზე; მაგრამ 20 წლის შემდეგი გადმოსახედიდან, ალბათ ეს არ იყო მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თავისი ავ-კარგით, ეს იყო ოთხმოცდაათიანების ბოლოსContinue reading “Tape #11: სფინქსი – მაჩუქე მზე (1999)”

Tape #10: ქუჩის ბიჭები – გელოდები შენ (1999)

Quchis Bichebi – Gelodebi Shen ბოი ბენდი, საცეკვაო პოპი / boy band, dance-pop ქართული ბოი-ბენდების ბუმის განხილვისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ “ქუჩის ბიჭები“. ეს ბორჯომული ჯგუფი არამხოლოდ ძალიან პოპულარული, არამედ დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურად პროდუქტიული იყო და 1999-დან 2007 წლის ჩათვლით 5 ალბომი გამოსცა. ეს მათი სადებიუტო ჩანაწერია და შეიცავს მათ რამდენიმე ადრეულ ჰიტს. ერთ-ერთი მათგანი,Continue reading “Tape #10: ქუჩის ბიჭები – გელოდები შენ (1999)”

Design a site like this with WordPress.com
Get started